ნეპტუნი მზიდან მე-8 პლანეტა.ბოლო გამოკვლევებით მას 13 თანამგზავრი ჰყავს. ნეპტუნის ტემპერატურა ურანისაზე მაღალია(ზომით ურანზე პატარაა, მაგრამ უფრო მძიმე)
ურანი მზის სისტემის მეშვიდე პლანეტაა მზიდან დაშორების მიხედვით. ეს გაზის გიგანტი დიამეტრით მესამე და მასით მეოთხე პლანეტაამზის სისტემაში. მას ბერძნული ცისა და სხვა ღმერთთა შემქმნელი ღვთაების ურანის სახელი ჰქვია.
სატურნი სიშორით მეექვსე პლანეტაა მზიდან. ეს გაზის გიგანტი სიდიდით მეორე პლანეტაა მზის სისტემაში იუპიტერის შემდეგ. პლანეტას რომაული ღმერთი სატურნის სახელი ჰქვიასატურნს ადრე სანამ ტელესკოპს გამოიგონებდნენ ყურებიან პლანეტას ეძახდნენ, რადგან შორიდან მისი რგოლები ყურებს გავდა..
იუპიტერი - მეხუთე პლანეტა მზიდან დაშორებით და მზის სისტემის უდიდესი ციური სხეული. პლანეტა ცნობილია ანტიკური ხანიდან და სახელწოდება მომდინარეობს ძველი რომაული ღვთაება იუპიტერიდან, რომლის საპატივსაცემოდაც მიიღო ეს სახელწოდება. მიეკუთვნება გაზის გიგანტების ტიპის პლანეტას.
მარსი მეოთხე პლანეტაა სიშორით, მზის სისტემაში. მას რომაული ომის ღმერთის მარსის სახელი ჰქვია. მას მეტსახელად ”წითელი პლანეტასაც” უწოდებენ,მისი შეფერილობის გამო. მას ორი თანამგზავრი ჰყავს ფობოსი და დეიმოსი მცირე და უსწორმასწორო ზედაპირის სხეულები.
დედამიწა მზის სისტემის მზიდან მესამე პლანეტაა. იგი უდიდესია დედამიწის ტიპის პლანეტებს შორის და სამყაროში ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი არსებებით. იგი დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ბინებრივი თანამგზავრი მთვარე. დედამიწაზე ცხოვრობს გონიერი არსება — ადამიანი. 2009 წლის 12 დეკემბრის მონაცემებით დედამიწაზე 6 803 000 000 ადამიანი ცხოვრობს.
ვენერა -ცისკრის ვარსკვლავი,მეორე პლანეტაა მზიდანდა მას ხშირად დედამიწის დობილს უწოდებენ. პლანეტას რომაელი სიყვარულის ქალღმერთის ვენერას სახელი ჰქვია.
ვრცლად
მერკური ყველაზე ახლოს მდებარეობს მზესთან და მზის სისტემის რიგით მეორე ყველაზე მცირე პლანეტაა.
ვრცლად
მზის სისტემა ჩამოყალიბდა დაახლოებით 5 მილიარდი წლის უკან, გაზისა და კოსმოსური მტვრის ღრუბელის შეკუმშვის შედეგად.მზის სისტემაში შედის რვა პლანეტა,ესენია:მერკური,ვენერა,დედამიწა,მარსი,იუპიტერი,სატურნი,ურანი,ნეპტუნი.